ფიფა-მ ფეხბურთელთა იჯარის ახალი წესები დაამტკიცა #1TVSPORT
ფიფა-მ ფეხბურთელთა იჯარის ახალი წესები დაამტკიცა #1TVSPORT

ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ (ფიფა) ფეხბურთელთა იჯარის ახალი წესი მიიღო, – ამის შესახებ ორგანიზაციის პრესსამსახურმა დაწერა.

ამა წლის პირველი ივლისიდან დაწყებული, იჯარის მინიმალური ხანგრძლივობა იქნება დროის მონაკვეთი ორ სატრანსფერო ფანჯარას შორის, ხოლო მაქსიმალური ხანგრძლივობა შეადგენს ერთ წელს. გარდა ამისა, შეუძლებელი იქნება ფეხბურთელის იჯარით აყვანა, თუ ის უკვე გასხვისებულია იჯარის წესით.

ფიფა-მ ასევე აუკრძალა კლუბებს ერთმანეთში სამზე მეტი ფეხბურთელის გაცვლა: ახლა კლუბი ვერ შეძლებს მისცეს სხვა კლუბს იჯარით სამზე მეტი ფეხბურთელი და მისგან აიყვანოს სამზე მეტი მოთამაშე.

ახალი წესები არ იმოქმედებს 21 წლამდელ ფეხბურთელებზე, აგრეთვე კლუბების მიერ საკუთარ აკადემიებში აღზრდილ მოთამაშეებზე.