უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამო, ფიფა-მ და უეფა-მ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაამკაცრა.
რუსეთი მონაწილეობას ვერ მიიღებს 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც ზამთარში გაიმართება. ასევე ამ ქვეყნის გუნდები მოხსნილები იქნებიან ყველა საკლუბო საერთაშორისო ტურნირებიდან, მათ შორისაა ევროპის ლიგა, სადაც მხოლოდ „სპარტაკი“ იყო შემორჩენილი. რუსეთის ქალთა საფეხბურთო ნაკრები კი, მონაწილეობას ვერ მიიღებს ევროპის ჩემპიონატზე.
უეფა-მ ასევე დაადასტურა, რომ ორგანიზაცია წყვეტს სასპონსორო ხელშეკრულებას „გაზპრომთან“.