ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ (ფიფა) გამოაცხადა დამატებითი სატრანსფერო ფანჯრის შექმნის შესახებ, რომელიც ღია იქნება 2025 წლის 1-10 ივნისს.
ასეთი გადაწყვეტილება მიღებული იქნა იმასთან დაკავშირებით, რომ ზოგიერთი ფეხბურთელის კონტრაქტი შეიძლება ამოიწუროს მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის დროს, რომელიც 2025 წლის 15 ივნისიდან 13 ივლისამდე გაიმართება.
მსოფლიო ჩემპიონატისთვის განაცხადების წარდგენის ვადის ამოწურვის შემდეგ, მონაწილე კლუბებს შეეძლებათ ფეხბურთელების შეცვლა 27 ივნისიდან 3 ივლისამდე, რადგან ზოგიერთი ფეხბურთელის კონტრაქტი 30 ივნისს იწურება. შემადგენლობებში განახლება შესაძლებელია მხოლოდ იმ პირობით, თუ იმ მომენტში კლუბებისთვის გახსნილი იქნება სტანდარტული სატრანსფერო ფანჯარა.
მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი ახალი ფორმატით ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიმართება. მასში 32 გუნდი მიიღებს მონაწილეობას.