ფიფა-მ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის განრიგი და მატჩების მასპინძელი სტადიონები დაასახელა #1TVSPORT
ფიფა-მ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის განრიგი და ტურნირის მატჩების მასპინძელი სტადიონები დაასახელა. ისტორიაში პირველად, მუნდიალზე 48 გუნდი ითამაშებს და, ჯამში, 104 შეხვედრა ჩატარდება.
აშშ-ში, მექსიკასა და კანადაში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის გახსნით მატჩს მეხიკოში მდებარე სტადიონი „აცტეკა“ უმასპინძლებს. ამ სტადიონზე 1970 და 1986 წლის მუნდიალების ფინალი ჩატარდა. პლანეტის პირველობის ფინალი კი აშშ-ში, ნიუ ჯერსიში, MetLife Stadium-ზე ჩატარდება, რომელიც 82 500 მაყურებელს იტევს.
მსოფლიო ჩემპიონატის თამაშებს 16 სტადიონი მიიღებს, მათგან 11 აშშ-შია. მექსიკაში მუნდიალის მატჩები სამი ქალაქის სამ სტადიონზე ჩატარდება, ხოლო კანადაში – ორ სტადიონზე.
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის განრიგი:
11-27 ივნისი: ჯგუფური ეტაპი
29 ივნისი-3 ივლისი: 1/16 ფინალი
4-7 ივლისი: 1/8 ფინალი
9-11 ივლისი: 1/4 ფინალი
14-15 ივლისი: 1/2 ფინალი
18 ივლისი: მესამე ადგილისთვის მატჩი
19 ივლისი: ფინალი