ფიფა-მ 2024 წლის ბოლო რეიტინგი გამოაქვეყნა #1TVSPORT
ფიფა-მ 2024 წლის ბოლო რეიტინგი გამოაქვეყნა #1TVSPORT

ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ (ფიფა) 2024 წელს ბოლოჯერ განაახლა ეროვნული ნაკრებების რეიტინგი.

ლიდერი კვლავინდებურად მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი არგენტინის ნაკრებია. ევროპის მოქმედი ჩემპიონი ესპანეთი მესამე ადგილზეა.

TOP10 ასე გამოიყურება:

  1. არგენტინა – 1867.25
  2. საფრანგეთი – 1859.78
  3. ესპანეთი – 1853.27
  4. ინგლისი – 1813.81
  5. ბრაზილია – 1775.85
  6. პორტუგალია – 1756.12
  7. ნიდერლანდები – 1747.55
  8. ბელგია – 1740.62
  9. იტალია – 1731.51
  10. გერმანია – 1703.79

საქართველოს ნაკრებმა 2024 წელი 68-ე ადგილზე დაასრულა 1362.21 ქულით.