ფიფა ფინანსური პრობლემების მქონე გუნდების დასახმარებლად ფონდს აარსებს
ფიფა ფინანსური პრობლემების მქონე გუნდების დასახმარებლად ფონდს აარსებს

ფიფა-მ ფეხბურთელების ფინანსური დახმარების ფონდი დაარსა, რომელიც 2020 წლის პირველი ივლისიდან ამოქმედდება.

ახალი ფონდი ფინანსურად იმ ფეხბურთელებს დაეხმარება, რომლებიც კლუბებისგან კუთვნილ ანაზღაურებას ვერ იღებენ, – იუწყება ფიფა-ს ოფიციალური ვებგვერდი.

ფონდის დასაფინასებლად ფიფა-მ 16 მილიონი დოლარი გამოიყო, რომელიც სამად გადანაწილდება: სამი მილიონი 2020 წელს, ორი-ორი მილიონი 2021-2022 წლებში და ხუთი მილიონი 2015-დან 2020 წლის ივნისის ჩათვლით.