ფიფა ახალი ინიციატივას განიხილავს – მინიმუმ, ერთი საკუთარი აღზრდილი ფეხბურთელი მოედანზე მატჩის ნებისმიერ მომენტში #1TVSPORT

20:59, 29.04.2026

ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაცია (ფიფა) განიხილავს ახალი წესის შემოღებას, რომელიც დაავალდებულებს გუნდებს მუდმივად ჰყავდეთ მოედანზე საკუთარი აღზრდილი 21 წლამდე ფეხბურთელი. ამის შესახებ დაწერა გამოცემა SPORF-მა.

ინიციატივა მიმართულია ახალგაზრდების განვითარების სტიმულირებისა და საკუთარი აღზრდილების მიმართ ნდობის ამაღლებისკენ.

ელოდებიან, რომ მიღების შემთხვევაში ეს წესი იმოქმედებს კლუბების შემადგენლობების ფორმირებაზე, სატრანსფერო პოლიტიკაზე და მატჩების დროს ტაქტიკურ გადაწყვეტილებებზე. სხვა დეტალები ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

მსგავსი