ფიფა ახალი იდეით გამოდის - მსოფლიოს ჩემპიონატი სამ წელიწადში ერთხელ #1TVSPORT
ცოტა ხნის წინ, დოჰაში ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის (ფიფა) კონგრესი გაიმართა, რომელშიც ორგანიზაციის პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ პრაქტიკულად აღიარა მსოფლიოს ჩემპიონატის ორ წელიწადში ერთხელ ჩატარების იდეის მარცხი, თუმცა უკვე მომზადებული აქვს ალტერნატივა.
ახლა, ფიფა-ს პრეზიდენტი ესწრაფვის შექმნას 36-თვიანი სატურნირო ციკლი და მსოფლიოს ჩემპიონატი სამ წელიწადში ერთხელ ჩაატაროს.
ინფანტინოს ახალი გეგმის მიხედვით, ამ სამწლიანი ციკლის პირველ ზაფხულს გაიმართება მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი 24 გუნდის მონაწილეობით. მომდევნო წლის ზაფხულში ჩატარდება კონტინენტალური ჩემპიონატები – ევრო, კოპა ამერიკა… და ამ ციკლის მესამე ზაფხულს შედგება მსოფლიოს ჩემპიონატი.
ჯანი ინფანტინომ ამ იდეის შესახებ კონგრესის დასრულების შემდეგ მიანიშნა და განაცხადა, რომ „მნიშვნელოვანია რაღაცის გაკეთება…“