FIFA 23 | კვარაცხელია, ალვარესი და გვარდიოლი მომავალი ვარსკვლავების საუკეთესო თერთმეტეულში არიან #1TVSPORT
პოპულარული კომპიუტერული თამაშის FIFA 23-ის წლის გუნდის დაკომპლექტება დასასრულს უახლოვდება. გამოცემა sportskeeda ამტკიცებს, რომ სოციალურ მედიაში Future Stars-ის (მომავალი ვარსკვლავები) შესახებ ინფორმაციამ გაჟონა, რომლის მიხედვითაც საუკეთესო თერთმეტეულში ხვიჩა კვარაცხელია მოხვდა.
თამაშში ხვიჩას ქარდის მონაცემები ასე გამოიყურება:
საერთო რეიტინგი – 88
სისწრაფე – 90
დარტყმა – 84
პასი – 87
დრიბლინგი – 94
დაცვა – 50
ფიზიკა – 78
FIFA 23-ის მომავლის ვარსკვლავების ნაკრებში, კვარაცხელიას გარდა, არიან ალვარესი, კალულუ, გვარდიოლი.
„სერია A-ს მყარად ლიდერობს „ნაპოლი“, რომლის წარმატებაშიც ხვიჩა კვარაცხელიამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. ქართველმა ფეხბურთელმა მსოფლიო შტურმით დაიპყრო და სასიკვდილოდ სახიფათო დუეტი ჩამოაყალიბა ვიქტორ ოსიმენთან ერთად. ეს იქნება FIFA 23-ში კვარაცხელიას პირველი სპეციალური ქარდი“, – წერს გამოცემა sportskeeda.