„ი ეი სპორტსმა“ (EA Sports) წარმოადგინა „ფიფა 20“-ის (FIFA 20) მოთამაშეთა ოფიციალური ბარათები. ყველაზე მაღალი რეიტინგი მიიღო „ბარსელონას“ კაპიტანმა ლიონელ მესიმ – 94 OVR. მეორე ადგილი დაიკავა „იუვენტუსის“ ლიდერმა კრიშტიანო რონალდომ – 93 OVR. სამეულში მოხვდა „პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდი ნეიმარი – 92 OVR.
საფეხბურთო სიმულატორში ფეხბურთელთა ტოპ-ათეული ასე გამოიყურება:
1. ლიონელ მესი (ბარსელონა) – 94
2. კრიშტიანო რონალდო (იუვენტუსი) – 93
3. ნეიმარი (პარ სენ-ჟერმენი) – 92
4. ედენ აზარი (რეალი) – 91
5. კევინ დე ბრუინი (მანჩესტერ სიტი) – 91
6. იან ობლაკი (ატლეტიკო) – 91
7. ვირჯილ ვან დეიკი (ლივერპული) – 90
8. მოჰამედ სალაჰი (ლივერპული) – 90
9. ლუკა მოდრიჩი (რეალი) – 90
10. მარკ-ანდრე ტერ-შტეგენი (ბარსელონა) – 90
„ფიფა 20“-ის პრეზენტაცია 24 სექტემბერს შედგება.