გიორგი ჩაკვეტაძე კომპიუტერული თამაშის, ფიფა-19-ის ვუნდერკინდებში მოხვდ.- საქართველოს ნაკრებისა და ბელგიური „გენტის“ ფეხბურთელი 4 საუკეთესო შემტევ ნახევარმცველებში ინტერნეტ-პორტალ „რეალსპორტ101“-ის მიმომხილველმა ალისტერ პუჩინელიმ დაასახელა.
ფიფა-19-ში 16-19 წლამდე ასაკის 4 საუკეთესო შემტევი ნახევარმცველი მოხვდა, რომელთა საერთო რეიტინგი 65 ან მეტია, პოტენციალი კი – 80 ან უფრო მაღალია.
გიორგი ჩაკვეტაძის რეიტინგი 72-ია, პოტენციალი – 85. „რეალსპორტ101“-ის მიმომხილველი ქართველს ასე ახასიათებს: “ქართული ფეხბურთი არასოდეს ყოფილა ცნობილი, მაგრამ ახალგაზრდა გიორგი ჩაკვეტაძე ვითარების შეცვლას ცდილობს. 18 წლის შეტევითი ნახევარმცველი გასულ სეზონში, ძირითადად, სკამზე იჯდა, მაგრამ შეცვლიდან შესულმა „გენტში“ 19 მატჩი ჩაატარა. მისი საშუალო მონაცემია 72 ქულა, რაც პოტენციალის 85-მდე გაზრდის საშუალებას აძლევს. მისი ტრანსფერის შეფასება წლის ბოლოს 10.3 მილიონ ფუნტ სტერლინგამდე გაიზრდება, ხოლო ხელფასი – კვირაში 8 ათას ფუნტამდე“
ინტერნეტ-პორტალის სიაში მოხვდნენ „ლევერკუზენისა“ და გერმანიის ეროვნული ნაკრების 19 წლის კაი ჰევერსი, „მანჩესტერ სიტის“ ფილ ფედენი და „ჩელსიდან“ „დერბი ქაუნთში“ იჯარით წასული მეისონ მაუნტი – საქართველოში შარშან ჩატარებული 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის გმირი და „ვიტესში“ გურამ კაშიას ყოფილი თანაგუნდელი.