რომელი ეროვნული ნაკრები გსურთ იხილოთ ფიფას პოპულარული კოპიუტერული თამაშის ახალ ვერსიაში – FIFA 19-ში? ამ გამოკითხვას ვებ-გვერდი fifplay.com ატარებს.
გამოკითხვაში არაერთი ნაკრები დაასახელეს, მათ შორის – საქართველოს ეროვნული გუნდიც. საინტერესოა, რომ დღემდე გამოკითხვაში მონაწილეობა 37 ათასმა ადამიანმა მიიღო და ლიდერებში აქ მაინც მოვხვდით.
პოპულარულ ინტერნეტ-თამაშში ”ჯვაროსნების” ჩართვას ხმა 4078 გულშემატკივარმა მისცა, რაც გამოკითხულთა 11 %-ს შეადგენს. პირველ ადგილზე ინდონეზიაა (29%, 10,781 ხმა), ხოლო მესამეზე – პალესტინა (8%, 2,979 ხმა).
საუკეთესო ათეული ასე გამოიყურება:
ინდონეზია (29%, 10,781 ხმა)
საქართველო (11%, 4,170 ხმა)
პალესტინა (8%, 2,979 ხმა)
უკრაინა (7%, 2,523 ხმა)
მალაიზია (6%, 2,058 რაოდენობა)
ხორვატია (5%, 2,004 ხმა)
ყაზახეთი (5%, 1,997 ხმა)
ირანი (4%, 1,525 ხმა)
იაპონია (3%, 985 ხმა)
ისრაელი (3%, 952 ხმა)
საინტერესოა, რომ საქართველო ისეთ ძლიერ საფეხბურთო ქვეყნებს უსწრებს, როგორიც სერბეთია (1%, 443 ხმა). უჩვეულოდ ცოტა ხმა აქვთ სომხეთს (1%, 237 ხმა) და აზერბაიჯანს (1%, 191 ხმა), ხოლო ჩრდილოეთ კორეა (0%, 106 ხმა) აუტსაიდერებშია.