„ფიდეს“ რეიტინგი - საუკეთესო ათეულში ქართველები არ არიან
„ფიდეს“ რეიტინგი - საუკეთესო ათეულში ქართველები არ არიან

ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციამ მამაკაცთა და ქალთა განახლებული რეიტინგები გამოაქვეყნა. ორივე კლასიფიკაციის ასეულში რვა ქართველი დიდოსტატია – შვიდი ქალი და ერთი მამაკაცი, თუმცა ვერც ერთი ვერ მოხვდა პირველ ათეულებში.

ბაადურ ჯობავა (2663 ქულა) კაცებში 82-ე ადგილზეა, ქალებში ჩვენი მოჭადარაკეების პოზიციები ასეთია:

11. ნანა ძაგნიძე – 2519
12. ნინო ბაციაშვილი – 2504
21. ბელა ხოტენაშვილი – 2473
22. ლელა ჯავახიშვილი – 2471
63. მერი არაბიძე – 2397
66. სალომე მელია – 2395
83. სოფიკო გურამიშვილი – 2379

რაც შეეხება FIDE-ს რეიტინგების ტოპ-ათეულებს, ის ასე გამოიყურება:

კაცები

1. მაგნუს კარლსენი (ნორვეგია) – 2843
2. ფაბიანო კარუანა (აშშ) – 2818
3. შაჰრიარ მამედიაროვი (აზერბაიჯანი) – 2808
4. ვლადიმირ კრამნიკი (რუსეთი) – 2792
5. დინ ლიჟენი (ჩინეთი) – 2791
6. მაქსიმ ვაშიე-ლაგრავი (საფრანგეთი) – 2789
7. ჰიკარუ ნაკამურა (აშშ) – 2787
8. ვესლი სო (აშშ) – 2786
9. სერგეი კარიაკინი (რუსეთი) – 2782
10. ანიშ გირი (ჰოლანდია) – 2776

ქალები
1. ჰოუ იფანი (ჩინეთი) – 2658
2. ცზიუ ვენძიუნი (ჩინეთი) – 2571
3. ანა მუზიჩუკი (უკრაინა) – 2564
4. კატერინა ლაგნო (რუსეთი) – 2556
5. ალექსანდრა კოსტენიუკი (რუსეთი) – 2555
6. ვიქტორია ჩმილიტე (ლიტვა) – 2542
7. ტინცზე ლეი (ჩინეთი) – 2437
8. მარია მუზიჩუკი (უკრაინა) – 2532
9. ვალენტინა გუნინა (რუსეთი) – 2526
10. თან ჟუნი (ჩინეთი) – 2522