ფიბა-ს ოფიციალური საიტი - საქართველოსთან ლატვია ფავორიტია #1TVSPORT
ფიბა-ს ოფიციალური საიტი - საქართველოსთან ლატვია ფავორიტია #1TVSPORT

2-7 ივლისს საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირს ითამაშებს. მატჩები რიგაში გაიმართება, სადაც „ჯვაროსნებს“ ჯგუფში ლატვია და ფილიპინები ეყოლებათ.

ნახევარფინალში ორი გუნდი გადის, შემდეგ იქნება ფინალი, რომლის გამარჯვებულიც ოლიმპიადის საგზურს მიიღებს.

ფიბა-ს ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა პუბლიკაცია სახელწოდებით – „10 აუცილებლად სანახავი მატჩი ოლიმპიადის საკვალიფიკაციოზე“.

ერთ-ერთია ლატვია-საქართველო. სტატიაში ვკითხულობთ:

„ლატვია VS საქართველო ჯგუფის პირველი მატჩი იქნება. ორივე ევროპულ ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატზე დებიუტი წლეულს ჰქონდა. საქართველო ოლიმპიადის შესარჩევს პირველად ითამაშებს, ლატვიას კი ოლიმპიური გამოცდილება დიდი ხანია, არ ჰქონია – ერთადერთხელ, 1936 წელს ითამაშა ოლიმპიადაზე.

ბალტიისპირელებმა მსოფლიო ჩემპიონატზე მეხუთე ადგილი დაიკავეს და საქართველოსთანაც ფავორიტები იქნებიან. თუმცა შინაურ კედლებში თამაშობენ და წნეხიც გარდაუვალია“.

სხვა აუცილებლად სანახავი მატჩები ფიბა-ს ვერსიით:

ფინეთი-ბაჰამის კუნძულები

ფინეთი-პოლონეთი

ანგოლა-ლიბანი

ბრაზილია-მონტენეგრო

სლოვენია-ხორვატია

დომინიკელთა რესპუბლიკა-საბერძნეთი

ეგვიპტე-დომინიკელთა რესპუბლიკა

პუერტო რიკო-იტალია

კოტ დივუარი-მექსიკა