„ფერარის“ პილოტმა სებასტიან ფეტელმა ისევ უარყო ჭორები, რომლის მიხედვითაც სეზონის დასრულების შემდეგ, ის შეიძლება ფორმულა 1-დან წავიდეს.
„შესაძლოა, არასაკმარისად ჭკვიანი ვარ, მაგრამ არ ვფიქრობ ამგვარ ამბებზე. თუ სიმართლე გაინტერესებთ, ვერ ვხედავ განსაკუთრებულ სხვაობას იმასთან, რაც ხდებოდა წინა წლებში. ჩვენ უკეთ გამოვდივართ, ვიდრე 2015 და 2016 წლებში. დიახ, შარშან უკეთესები ვიყავით, მაგრამ ამგვარია სიტუაცია.
არ შეგვიძლია არ ვიფიქროთ, რა იყო 10 წლის წინ. მაგრამ, ახლა, უნდა გავიგოთ, როგორ გავაუმჯობესოთ მიმდინარე შედეგები. მიყვარს რბოლები, არაფერი შეცვლილა. სიამოვნება მივიღე საფრანგეთის გრანპრისგან, თუმცა, მინდოდა მეხუთეზე უფრო მაღალი ადგილი დამეკავებინა.
არსად წასვლა არ მინდა, არ მიფიქრია წასვლაზე. დიახ, გვინდა შევამციროთ ჩამორჩენა „მერსედესთან“. სხვაზე არაფერზე ვფიქრობ„, – მოჰყავს ფეტელის სიტყვები „გრანდფიიქს ნიუსს“ (GrandPX.News).