„რედ ბულის“ პილოტმა, მაქს ფერსტაპენმა დაადასტურა, რომ აპირებს ფორმულა 1-ის დატოვებას 2028 წელს, როცა ამოიწურება მისი კონტრაქტი ავსტრიულ გუნდთან.
25 წლის პილოტმა განაცხადა, რომ მას ბევრი სხვა ინტერესი და ჰობი აქვს და უნდა, ასაკში მათ მიუძღვნას საკუთარი თავი. მაგრამ ამ მომენტში ნიდერლანდელი რბოლებზეა კონცენტრირებული.
„მე მიყვარს რბოლები. წინააღმდეგ შემთხვევაში, არ ვიმუშავებდი სიმულატორზე და არ ვიქნებოდი დაკავებული სხვა რუტინული საქმეებით. თუმცა, მე მაქვს სხვა გატაცებები და ინტერესები.
ვიცი, რომ მიმდინარე კონტრაქტის დასრულების შემდეგ 31 წლის ვიქნები. მომწონს ვიყო კონკურენტუნარიანი, მომწონს მოგება. მაგრამ თუ შენ არ შეგიძლია, იპოვნო საკუთარ თავში მოტივაცია, ბოლომდე დაიხარჯო ყოველ რბოლაში, უნდა ჰკითხო შენს თავს – მართლა გინდა თუ არა გაგრძელება და ყოველ წელს 25 რბოლის ჩატარება?
ჩემს ცხოვრებაში მინდა მრავალფეროვანი გამოცდილების მიღება, მინდა, ბევრი სხვა საქმით დავკავდე და არ მინდა, ეს ვაკეთო 40 ან 50 წლის ასაკში. მით უმეტეს, ასეთ ასაკში აღარ ვიქნები საკუთარი შესაძლებლობების პიკზე. აი, 31 წლის ასაკში კი, დარწმუნებული ვარ, რომ ბევრს შევძლებ“, – განაცხადა ფერსტაპენმა.