ფორმულა 1-ში მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონმა მაქს ფერსტაპენმა დაადასტურა, რომ 2026 წელს კარიერას „რედ ბულში“ გააგრძელებს.
„დროა შეწყდეს ჭორები. მე „რედ ბულში“ ვიქნები 2026 წელს“, – მოჰყავს ფერსტაპენის სიტყვები პორტალ GPBlog-ს.
უფრო ადრე „რედ ბულის“ მრჩეველმა ჰელმუტ მარკომ გერმანული პრესისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ნიდერლანდელი პილოტი გააგრძელებს თანამშრომლობას ავსტრიულ გუნდთან. ეს განცხადება მას შემდეგ გაჟღერდა, „მერსედესის“ პილოტმა ჯორჯ რასელმა ავსტრიის გრანპრის მსვლელობისას გამოაცხადა მოლაპარაკებების შესახებ მაქს ფერსტაპენსა და „მერსედესს“ შორის, რაც ნიდერლანდელის შესაძლო ტრანსფერის შესახებ განხილვის საბაბი გახდა.
მაქს ფერსტაპენს დებიუტი ფორმულა 1-ში 2015 წელს ჰქონდა. 2016 წლიდან ის „რედ ბულის“ წევრია და ამ გუნდში მოიგო მან ოთხივე ტიტული. პილოტის მოქმედი კონტრაქტი ავსტრიულ გუნდთან 2028 წლის ბოლომდეა ძალაში.