ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ფერნანდო იერომ გუშინდელი მატჩი შეაფასა და განაცხადა, რომ კრიშტიანო რონალდო ძალიან ძლიერი ფეხბურთელია, მაგრამ არც ერთ ესპანელ ფეხბურთელს მასში არ გაცვლიდა.
‘როდესაც მოედანზე არის ისეთი ფეხბურთელი, როგორიც რონალდოა, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. უკვე რომ კარგად ავთამაშდით და მატჩის სადავეები ხელთ გვეპყრა, სწორედ მაშინ გაგვიტანა მეორე გოლი. წვრილმანი დეტალი მნიშვნელოვანი გამოდგა. ესპანელი რომ იყოს? არც ერთ ჩემს ფეხბურთელს არ დავთმობდი მის სასარგებლოდ’, – განაცხადა იერომ.
თამაშების ზუსტი განრიგი – მსოფლიო ჩემპიონატი პირველ არხზე!