ფორმულა 1-ის ყოფილმა პილოტმა მარტინ ბრანდმა FOX Sports-ზე თავის ბლოგში დაწერა, რომ ესპანელი ავტომრბოლი ფერნანდო ალონსო 2021 წელს ფორმულა 1-ში დაბრუნდება და „რენოს“ ღირსებას დაიცავს. ასე რომ, გამოირიცხება ვეტერანი ესპანელის მიყვანა „ფერარიში“ ან „მერსედესში“, – როგორც ამას ცოტა ხნის წინ ამტკიცებდნენ.
ბრანდლი ამტკიცებს, რომ ფორმულა 1-ში დაბრუნების სურვილის შესახებ, მას თავად ალონსომ შეატყობინა. ამასთან, 38 წლის ესპანელს მხოლოდ თავის მშობლიურ გუნდში – „რენოში“ სურს გამოსვლა.
ფერნანდო ალონსომ 2018 წლის შემდეგ დატოვა სეზონი. 2019 წელს, ის ამტანობაზე რბოლებში მონაწილეობდა, აგრეთვე, ამერიკულ „ინდიკარში“. ესპანელი ლე მანის 24-საათიანი რბოლის ორგზის ჩემპიონია. იანვარში ის რალი-რეიდ „დაკარზე“ გამოსვლას „ტოიოტას“ მანქანით აპირებს.
კარიერის განმავლობაში ალონსოს 315 გრანპრი აქვს ჩატარებული. მან მოიგო 32 რბოლა და ორჯერ გახდა ფორმულა 1-ის ჩემპიონი (2005, 2006).