უახლოეს უქმეებზე ინდიანაპოლსში გაიმართება ინდიკარის სერიის ლეგენდარული რბოლა – ინდი 500. წარუმატებელი გამოდგა ამ რბოლისთვის პრაქტიკა ფორმულა 1-ში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონისთვის ფერნანდო ალონსოსთვის.
ესპანელი მესამე მოსახვევში კედელს შეეხო, რის შემდეგაც, მანქანაზე კონტროლი დაკარგა. ფერნანდო არ დაზარალებულა და დამოუკიდებულად ამოვიდა ბოლიდიდან. თუმცა, ამით მისი ვარჯიში დასრულებული იყო.
„მოხვევისას პრობლემა შეიქმნა, სიჩქარე დავაგდე მოსახვევში შესვლისას, მაგრამ ამან არ უშველა. კედელი ძალიან ახლოს იყო, სიჩქარე კი ძალიან მაღალი. ბოდიშს ვუხდი გუნდს“, – განაცხადა ალონსომ.
ესპანელს ინდი 500-ზე დებიუტი 2017 წელს ჰქონდა, როცა 24-ე ადგილი დაიკავა.