ფერნანდო ალონსო „რენოს“ პილოტი გახდება
ფერნანდო ალონსო „რენოს“ პილოტი გახდება

ცნობილი ესპანელი პილოტი და ფორმულა 1-ში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ფერნანდო ალონსო უახლოეს დღეებში ფრანგული საჯინიბოს წევრი გახდება.

ესპანური „ასის“ (As) ცნობით, ალონსოს დაბრუნების შესახებ 8 ივლისს გამოაცხადებენ. აღნიშნავენ, რომ ესპანელი პილოტი ორწლიან კონტრაქტს გააფორმებს კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების პერსპექტივით.

ფრანგულ გუნდში გამოსვლას ალონსო მომავალი სეზონიდან დაიწყებს. ის „რენოში“ დანიელ რიკარდოს ადგილს დაიკავებს, რომელიც, თავის მხრივ, „მაკლარენში“ გადავა.

ალონსო „რენოში“ 2003-06 წლებში გამოდიოდა, ასევე 2008-09 წლებში და 2018 წელს. ამის შემდეგ მან დატოვა ფორმულა 1.