„მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველმა, ფერნანდინიომ განაცხადა, რომ კლუბს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.
„2018/19 წლების სეზონში, როცა პოზიციის შეცვლამ მომიწია, შემადგენლობაში ადგილი დავკარგე. ეს რთული იყო, განსაკუთრებით ასაკის გათვალისიწინებით, მაგრამ გადავწყვიტე, რომ კლუბს უბდა დავხმარებოდი.
გავახანგრძლივებ თუ არა კონტრაქტს? ვფიქრობ, რომ არა. რატომ? მე თამაში მსურს. ბრაზილიაში დავბრუნდები. ეს გადაწყვეტილება ოჯახთან ერთად მივიღე“, – განაცხადა ფერნანდინიომ ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე.
ფერნანდინიო „მანჩესტერ სიტიში“ 2013 წლიდან ასპარეზობს. მიმდინარე სეზონში 36 წლის ფეხბურთელმა „სიტის“ შემადგენლონაში 23 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ერთი გოლი და ორი შედეგიანი გადაცემა შეასრულა. მისი კონტრაქტი ინგლისურ კლუბთან 2022 წლის ივნისში იწურება.