პრემიერლიგის ლიდერ მანჩესტერ სიტის ნახევარმცველმა ფერნანდინიომ შესაძლოა, ამ სეზონში ვეღარ შეძლოს თამაში.
მანჩესტერ იუნაიტედთან გამოტოვებულ მატჩში ბრაზილიელმა ტრავმა მიიღო და ის 51-ე წუთზე გაიყვანეს მოედნიდან. მისი ადგილი ლეროი სანემ დაიკავა. ამ ცვლილებამ გაამართლა, რადგან სანე მეორე გოლის ავტორი გახდა.
„ყველაფერი პარასკევს გაირკვევა. ჩვენ დეტალურ სამედიცინო შემოწმებას ველოდებით, რის შემდეგაც ექიმები ვერდიქტს გამოაცხადებენ. მინდა ამ სიტუაციაში ყველა გადაწყვეტილება ზუსტი იყოს“, – განაცხადა ფერნანდინიომ.
მანჩესტერ სიტიმ დამაჯერებლად მოუგო სტუმრად მანჩესტერ იუნაიტედს (2:0) და დაბრუნდა ცხრილის პირველ ადგილზე. სამი ტურით ადრე, მასსა და ლივერპულს შორის სხვაობა ერთი ქულაა.