მსოფლიოს მესამე ჩოგანი დავიდ ფერერი დაინიშნა ბარსელონაში ATP500-ის კატეგორიის ტურნირის სპორტული დირექტორის თანამდებობაზე, – წერს ATP-ის ოფიციალური ვებგვერდი.
ამ პოსტზე მან შეცვალა როლან გაროსის 2002 წლის ჩემპიონი ალბერტ კოსტა, რომელიც ტურნირს ხელმძღვანელობდა 2009 წლიდან.
„ამ სპორტული მიმართულების ხელმძღვანელობა – ეს უდიდესი მიღწევა და დიდი თავბრუდამხვევი გამოწვევაა ჩემს ცხოვრებაში, როგორც სპორტსმენისთვის და ჩოგბურთის მოყვარულისთვის. ჩემი ამოცანაა – ვუზრუნველყო ჩემი მეგობრის ალბერტ კოსტას დატოვებული პროფესიული მემკვიდრეობის გაგრძელება“, – თქვა ფერერმა.
Barcelona Open Banc Sabadell გაზაფხულზე იმართება და გრუნტის სეზონის ნაწილს წარმოადგენს. მისი საპიზო ფონდი შეადგენს 2.75 მილიონ ევროს.