„ფერარის“ ყოფილი პრეზიდენტი - ჰემილტონი „ფერარითაც“ მოიგებდა ჩემპიონატს
„ფერარის“ ყოფილ პრეზიდენტ ლუკა დე მონტეძემოლოს მიაჩნია, რომ ლუის ჰემილტონი წლევანდელ სეზონში „ფერარის“ ბოლიდითაც შეძლებდა ჩემპიონატის მოგებას. მისი აზრით, სწორედ ბრიტანელი პილოტის ოსტატობამ მოუტანა ტიტული „მერსედესს“.
„წელს ჰემილტონმა უფრო მეტი გააკეთა, ვიდრე მისმა მანქანამ“, – მოჰყავს F1-ს დი მონტეძემოლოს სიტყვები. – „სავარაუდოდ, ეს მისი საუკეთესო სეზონია ფორმულა 1-ში. დარწმუნებული ვარ, ასეთი დონით ის „ფერარის“ ბოლიდითაც მოიგებდა ტიტულს. ამასთან, არ მინდა ფეტელის დაკნინება. რაღაც მომენტში, წლევანდელ სეზონში „ფერარის“ მანქანა უკეთესი იყო, ვიდრე „მერსედესის“, მაგრამ მას რაღაც დააკლდა. ფეტელმა რამდენიმე ფატალური შეცდომა დაუშვა, მაგრამ მაინც რჩება უმაღლესი დონის პილოტად”.