„ფერარის“ პილოტმა საკუთარ ბოლიდში მარიხუანის სუნი იგრძნო
„ფერარის“ პილოტმა საკუთარ ბოლიდში მარიხუანის სუნი იგრძნო

ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ოსტინში ფორმულა 1-ის სარბოლო უქმეები მიმდინარეობს.

მეორე თავისუფალი პრაქტიკის შემდეგ, „ფერარის“ პილოტმა სებასტიან ფეტელმა ჰკითხა Sky-ს ჟურნალისტს – ლეგალიზებულია თუ არა ამერიკაში მარიხუანა.

ფეტელი:

– ტექსასში მარიხუანას მიღება ლეგალიზებულია?

ჟურნალისტი:

– თქვენ გრძნობდით მის სუნს ტრასაზე?

ფეტელი:

– დიახ, ძალიან იგრძნობოდა! პირველ და მე-11 მოსახვევებში.

ჟურნალისტი:

– სხვათა შორის, ბოქსებშიც იგრძნობა სუნი, უცნაურია.

ფეტელი:

– მე ვგრძნობდი მის სუნს ბოლიდში.

ტექსასში მარიხუანას მოხმარება დაშვებულია მხოლოდ სამედიცინო მიზნებით.