„ფერარის“ კრიზისი გუნდში განხეთქილებას ბრალდება
„ფერარის“ კრიზისი გუნდში განხეთქილებას ბრალდება

ფორმულა 1-ის სეზონის მეორე ნახევარში “ფერარის” პრობლემები გუნდის შიგნით არსებული განხეთქილებით არის გამოწვეული, – წერს გაზეთი „კორიერე დელო პოსრტი“ (Corriere dello Sport).

როგორც ჟურნალისტებმა გაარკვიეს, „ფერარი“ ორ ბანაკად დაიყო: ერთს სათავეში უდგას გუნდის შეფი მაურიციო არივაბენე, მეორეს – ტექნიკური დირექტორი მატია ბინოტო.
ეს გაყოფა მოხდა „ფერარის“ პრეზიდენტის სერჯო მარკიონეს გარდაცვალების შემდეგ. სწორედ ის იღებდა დამოუკიდებლად თითქმის ყველა გადაწყვეტილებას, რითაც თავიდან იცილებდა კონფლიქტებს არივაბენესა და ბინოტოს შორის, რომლებსაც ერთმანეთის მიმართ საკმაოდ ცივი დამოკიდებულება აქვთ.

გარკვეული მიზეზების გამო, მარკიონეს სიკვდილის შემდეგ, ურთიერთობა არივაბენესა და ბინოტოს შორის კიდევ უფრო გაფუჭდა, რაც დაღს ასვამს მთელი გუნდის მუშაობის ეფექტურობას. ამასთან, „ფერარის“ ახალი ხელმძღვანელობა სიტუაციაში არ ერევა.