ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, გასულ კვირას „ფერარის“ პრეზიდენტის პოსტიდან განთავისუფლებული სერჯო მარკიონე 66 წლის ასაკში გარდაიცვალა.
იტალიელის ჯანმრთელობის მდგომარეობა რამდენიმე დღის წინ მკვეთრად გაუარესდა, როცა ციურიხში მხარზე ოპერაცია გადაიტანა.
„სამწუხაროდ, მოხდა ის, რისიც გვეშინოდა. სერჯო მარკიონემ დაგვტოვა“, – განუცხადა სააგენტო „როიტერს“ „ფიატ ქრაისლერ ოტომობილსის“ (Fiat Chrysler Automobiles) წარმომადგენელმა ჯონ ელკანმა.
მარკიონე ავტოსპორტში „ფერარის“ საკითხებით იყო დაკავებული, კერძოდ იტალიური საჯინიბოს ფორმულა 1-ში გამოსვლით.