„ფერარის“ ხელმძღვანელობამ გამოაცხადა, როდის მოაწყობს 2020 წლის სეზონისთვის განკუთვნილი ბოლიდის პრეზენტაციას. გუნდის შეფის მატია ბინოტოს სიტყვებით, ეს მოხდება 11 თებერვალს – წინასასეზონო ტესტების დაწყებამდე რვა დღით ადრე.
„ჩვენ ძალიან ადრე ჩავატარებთ პრეზენტაციას. ვფიქრობ, პირველები ვიქნებით. მიზეზი ის არის, რომ ბოლიდს გარკვეული ტესტები უნდა ჩავუტაროთ იქამდე, სანამ ბარსელონაში ოფიციალურ ტესტებზე გავემგზავრებით“, – განაცხადა ბინოტომ „მოტოსპორტთან“ კომენტარში.
2020 წელს, ფორმულა 1-ის წინასასეზონო ტესტები გაიმართება 19-21 თებერვალს და 26-28 თებერვალს.