„ფერარის“ ხელმძღვანელმა მატია ბინოტომ გამორიცხა 2021 წლის სეზონში გუნდში მიკ შუმახერის მისვლა. იტალიელი ფუნქციონერის თქმით, მას 2021 წლის ჩემპიონატში საკუთარ გუნდში ორი გამოცდილი პილოტის ხილვა სურს.
„იქნება თუ არა მიკ შუმახერი კარგი კანდიდატი „ფერარის“ ადგილზე? ჯერ ნაადრევია ამაზე ლაპარაკი. 2021 წლის სეზონისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება შემადგენლობაში ორი გამოცდილი პილოტის ყოფნა, რადგან სრულიად ახალ ბოლიდებს ვიხილავთ საქმეში. მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ მიკი კარგი კანდიდატურაა ფორმულა 1-ში მოსახვედრად. 2020 წელი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მისთვის, ჩვენ ბევრს ველით მისგან მომდევნო სეზონში“, – განაცხადა ბინოტომ GrandPX-სთან კომენტარში.
მომდევნო სეზონში მიკ შუმახერი გააგრძელებს გამოსვლას ფორმულა 2-ში.