ფერან ტორესი სამი თვე ვერ ითამაშებს #1TVSPORT
ფერან ტორესი სამი თვე ვერ ითამაშებს #1TVSPORT

„მანჩესტერ სიტის“ გარემარბი ფერან ტორესი იძულებულია ორი-სამი თვე გამოტოვოს. ამის შესახებ განაცხადა ინგლისური კლუბის მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ.

ესპანელმა ტრავმა იტალიის ნაკრების წინააღმდეგ ერთა ლიგის ნახევარფინალში მიიღო – მას ტერფის მოტეხილობა დაუდგინეს. ტორესი იმ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აირჩიეს.

21 წლის ფერან ტორესმა ამ სეზონში „მანჩესტერ სიტის“ შემადგენლობაში შვიდი მატჩი ჩაატარა და სამი გოლი გაიტანა.