„ფენიქს სანზმა“ მთავარი მწვრთნელი, იგორ კოკოშკოვი გაათავისუფლა.
საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) ისტორიაში პირველი ევროპელი სპეციალისტი იყო, რომელიც გუნდს სათავეში ჩაუდგა. კოკოშკოვი „სანზის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ერთი სეზონის განმავლობაში იმყოფებოდა, მოიგო 19 და დათმო 63 შეხვედრა.
იგორ კოკოშკოვი „ფენიქსის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე 2018 წლის მაისში დაინიშნა, როდესაც გუნდის გენერალური მენეჯერი რაიან მაკონდო იყო. ის სეზონის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე გაათავისუფლეს. 2019 წლის აპრილში გენერალურ მენეჯერად კლუბის ვიცე-პრეზიდენტი ჯეიმს ჯონსი დაინიშნა.
სერბი სპეციალისტი საქართველოს ნაკრებში 2008-2015 წლებში მუშაობდა.