ფეხბურთში კომპენსირებულ დროში შეცვლების აკრძალვა სურთ
ფეხბურთში კომპენსირებულ დროში შეცვლების აკრძალვა სურთ

საფეხბურთო ასოციაციების საერთაშორისო საბჭო (IFAB) საფეხბურთო მატჩების კომპენსირებულ დროში შეცვლების აკრძალვას აპირებს, – იტყობინება BBC.

ორგანიზაციას დაგეგმილი აქვს ფეხბურთში დროის გაყვანის წინააღმდეგ ბრძოლა. კვლევის თანახმად, ინგლისის პრემიერლიგის მატჩებში ბურთი თამაშში, საშუალოდ, 55 წუთი და 9 წამია. დროის უმეტესი ნაწილი შეცვლებს მიაქვს და ამ დროის ხუთი პროცენტი დამატებულ დროზე მოდის.

გარდა ამისა, IFAB-ის სხდომაზე განიხილავენ ახალი წესის შემოღებას, რომლის მიხედვითაც, შესაცვლელი ფეხბურთელი მინდორს დატოვებს მისთვის ყველაზე ახლო ადგილას და არა სპეციალურ ზონაში.