ფეხბურთში ევროპის 2020 წლის სუპერთასის მასპინძლობისთვის ცხრა ქალაქი იბრძოლებს
ფეხბურთში ევროპის 2020 წლის სუპერთასის მასპინძლობისთვის ცხრა ქალაქი იბრძოლებს

ფეხბურთში ევროპის 2020 წლის სუპერთასის მასპინძლობისთვის ცხრა ქალაქი იბრძოლებს.

ტირანა (ალბანეთი), მინსკი (ბელორუსია), ჰელსინკი (ფინეთი), ნიცა (საფრანგეთი), ჰაიფა (ისრაელი), ალმათი (ყაზახეთი), კიშინიოვი (მოლდოვა), ბელფასტი (ჩრდილოეთ ირლანდია) და პორტო (პორტუგალია).

უეფა-ს აღმასრულებელი კომიტეტი გამარჯვებულ ქალაქს მაისში დაასახელებს.

სუპერთასის მატჩი წელს ესტონეთის დედაქალაქ ტალინში, 2019 წელს კი სტამბულში ჩატარდება.

ევროპის სუპერთასის მატჩი 2015 წელს თბილისში, „დინამო არენაზე“ გაიმართა, სადაც „ბარსელონამ“ „სევილია“ 5:4 დაამარცხა.

 

ფოტო – თამუნა ყულუმბეგაშვილი