ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებმა ფოთში საფეხბურთო სკოლის სტადიონი დაათვალიერეს
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებმა ფოთში, ნაბადის უბანში მდებარე საფეხბურთო სკოლის სტადიონი დაათვალიერეს და იქ არსებულ პრობლემებს გაეცნენ.
„საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ახორციელებს რეგიონებში ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს, რომელიც შედგება რამდენიმე პოზიციისგან: ეს არის მინდვრის საფარის დაგება და გარშემო ინფრასტრუქტურის მოწყობა. დღეს ვიმყოფებით ფოთში, მოვინახულეთ არსებითი ობიექტი, შესაბამისად, უახლოეს პერიოდში დავსახავთ სამუშაო გეგმებს და მაქსიმალურად ვეცდებით 2019-შივე დავიწყოთ ეს პროექტი. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია გასულ წელსაც ახორციელებდა ანალოგიურ პროექტებს და შესაბამისად, წელსაც ძალიან ბევრ ინფრასტრუქტურულ პროექტს შემოგთავაზებთ“, – განაცხადა ფეხბურთის ფედერაციის ლოჯისტიკის სამსახურის უფროსმა, გიორგი რევაზიშვილმა.