წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე ეროვნული ლიგისა და ეროვნული ლიგა 2-ის სეზონის საუკეთესოებიც გამოავლინეს.
2018 წლის სეზონის საუკეთესო მცველი – მამუკა კობახიძე (ტორპედო, ქუთაისი)
2018 წლის სეზონის საუკეთესო ნახევარმცველი – მათე ცინცაძე (ტორპედო, ქუთაისი)
2018 წლის სეზონის საუკეთესო ლეგიონერი – ლეანდრო რიბეირო (დილა, გორი)
2018 წლის სეზონის წლის საუკეთესო მწვრთნელი – გიორგი ჭიაბრიშვილი (საბურთალო, თბილისი)
2018 წლის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი და თავდამსხმელი – გიორგი გაბედავა (ჩიხურა, საჩხერე), რომელიც ასევე 22 გატანილი გოლით, ბუდუ ზივზივაძესთან (დინამო, თბილისი) ერთად ლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
აქვე ვიტყვით, რომ GFF AWARDS 2018-ზე ეროვნული ლიგის გამორჩეულ ფეხბურთელს კოტე მახარაძის სახელობის პრიზი გადაეცა. აღნიშნული ჯილდოს პირველი მფლობელი გიორგი გაბედავა გახდა.
დაჯილდოებაზე ასევე დასახელდა ეროვნული ლიგის სეზონის სიმბოლური გუნდი:
მეკარე: როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი)
მცველები: გიორგი რეხვიაშვილი (საბურთალო, თბილისი), ოლეკსანდრ აზაცკი (ტორპედო, ქუთაისი), მამუკა კობახიძე (ტორპედო, ქუთაისი)
ნახევარმცველები: ლეანდრო რიბეირო (დილა, გორი), მათე ცინცაძე (ტორპედო, ქუთაისი), გიორგი დიასამიძე (საბურთალო, თბილისი), ვაგნერი (საბურთალო, თბილისი)
თავდამსხმელები: გიორგი გაბედავა (ჩიხურა, საჩხერე), მიკოლა მოვტალიუკი (დილა, გორი), ბუდუ ზივზივაძე (დინამო, თბილისი)
ეროვნული ლიგა 2-ის 2018 წლის სეზონის საუკეთესო მწვრთნელი – გია გეგუჩაძე (დინამო, ბათუმი)
ეროვნული ლიგა 2-ის 2018 წლის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი და ბომბარდირი – ჯოვინო ფლამარიონი (დინამო, ბათუმი – 24 გოლი)