ფეხბურთის ფედერაცია თბილისში კიდევ ორ საფეხბურთო ცენტრს ხსნის
ფეხბურთის ფედერაცია თბილისში კიდევ ორ საფეხბურთო ცენტრს ხსნის

ფიფა-სა და უეფა-ს რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტის მხარდაჭერისთვის მივმართეთ“, – ამის შესახებ დღეს სფფ-ში გამართული აღმასკომის სხდომის შემდეგ ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა განაცხადა.

მან ინფრასტრუქტურული განხორციელებული და გასახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ილაპარაკა.

„ერთ-ერთი მათგანი ქუთაისის აკადემია იქნება, რომლის მშენებლობაც უეფას-თან ერთად დავგეგმეთ. შევეცდებით, რომ უმოკლეს ვადაში თანამედროვე საფეხბურო აკადემია ქუთაისშიც იყოს. დაგეგმილია, რომ იქნება 4 სათამაშო მოედანი – ორი ბუნებრივი და ორიც ხელოვნური, ასევე – განათება, ტრიბუნები, ინფრასტრუქტურა, ადმინისტრაციულ შენობა, გასახდელები, საშხაპეები და ყველა სხვა საჭირო ინფრასტრუქტურა თანამედროვე სტანდარტებით მოეწყობა,“ – ამბობს დავით მუჯირი.

სფფ-ს გენერალურმა მდივანმა თბილისში კიდევ ორი ახალი საფეხბურთო ცენტრის მშენებლობაც დააანონსა:

„შარშან აკადემიები გვიმბალაურში და ფოთში გავხსენით, წელს წინსაწარ დათქმულ ვადაში ამუშავდება აკადემია ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში. თბილისში, ვარკეთილის და გლდანის საფეხბურთო ცენტრების შემდეგ, ამოქმედება ვაკის ცენტრი, ხოლო მალე მშენებლობებს დიდ დიღომსა და ნუცუბიძის პლატოზეც დავიწყებთ“.

მუჯირი იმედოვნებს, რომ ამ პროექტებში საერთაშორისო პარტნიორების ფინანსურ მხარდაჭერას მოიპოვებს:

„აქამდე ფიფა-სთან და უეფა-სთან განხორციელებულმა პროექტებმა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისგან მოწონება დაიმსახურა. ამიტომ, იმედი გვაქვს, რომ ფინანსურ მხარდაჭერას ამ პროექტებშიც გაგვიწევენ. იმედია, პანდემიის პირობებში მშენებლობები არ გაჭიანურდება და თბილისში 5 საფეხბურთო ცენტრი გვექნება“.

დატოვე კომენტარი