საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ და ფეხბურთის განვითარების ფონდმა მარტვილის საფეხბურთო აკადემიას საჩუქარი გადასცა.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ და ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდმა საფეხბურთო სკოლების კატეგორიზაციის დასრულების შემდეგ, მარტვილის საფეხბურთო აკადემიას პირველი კატეგორიის აკადემიის სტატუსი მიანიჭა.
ამას გარდა, სფფ-მ აკადემიას მნიშვნელოვანი ფინანსური მხარდაჭერა გაუწია, რაც მარტვილელებმა ეფექტურად გამოიყენეს – საფეხბურთო აკადემია ეროვნულ ჩემპიონატებში მონაწილეობს, ბავშვთა გუნდებს ხშირი მოგზაურობა უწევთ, ტრანსპორტირება კი ძვირი სიამოვნებაა. გადაწყვეტილებაც აქედან გამომდინარე მიიღეს.
„მარტვილის საფეხბურთო აკადემიამ მიღებული ფინანსური მხარდაჭერა წარმართა სპორტული ეკიპირებების, ინვენტარების, საერთაშორისო ტურნირებზე მონაწილეობაზე, მწვრთნელთა განათლებაზე, საწვრთნელი ბაზის ფუნქციონირებაზე და მათ შორის საშეჯიბრო გუნდებისთვის ავტობუსის შესაძენად. მივიჩნევთ რომ ავტობუსი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ჩვენი აკადემიის მოსწავლეებისათვის კომფორტულ ტრანსპორტირებას. მარტვილის საფეხბურთო აკადემია მადლობას უხდის ყველა ჩართულ უწყებას თუ პიროვნებას მხარდაჭერისათვის” – წერია მარტვილის საფეხბურთო სკოლის ოფიციალური ვებგვერდზე.