ფეხბურთის ფედერაცია - ჟურნალისტის მიერ დასახელებული ადამიანი ჩვენი თანამშრომელი არასდროს ყოფილა #1TVSPORT
ფეხბურთის ფედერაცია - ჟურნალისტის მიერ დასახელებული ადამიანი ჩვენი თანამშრომელი არასდროს ყოფილა #1TVSPORT

ფეხბურთის ფედერაციამ საგანგებო განცხადება გაავრცელა, რომელშიც სატელევიზიო ეთერით მათ მიმართ გაკეთებულ განცახდებას კატეგორიულად უარყოფენ.

„მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ადამიანი, რომელიც, ჟურნალისტ ნინო ჯანგირაშვილის თქმით, მედიის წარმომადგენლების მიმართ, სოციალური ქსელების საშუალებით, მუქარის შემცველ კომენტარებს აქვეყნებს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის თანამშრომელია. უპირველესად, გვსურს აღვნიშნოთ, რომ კატეგორიულად ვემიჯნებით და ვგმობთ ყველა სახის ძალადობას, იქნება ეს ფიზიკური, თუ სიტყვიერი“, – წერია სფფ-ს განცახდებაში.

ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, საქმის შესახებ თავად ჟურნალისტს აცნობეს: „ჟურნალისტის მიერ დასახელებული ადამიანი არასდროს ყოფილა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის თანამშრომელი! ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ნინო ჯანგირაშვილს დაუყოვნებლივ ეცნობა ამის შესახებ, თუმცა, მედიის წარმომადგენლებმა მტკიცებით ფორმაში მაინც განაგრძეს ამ ადამიანის ფედერაციის თანამშრომლად მოხსენიება, რაც ერთის მხრივ, საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად, მეორე მხრივ კი, ცდილობს, პარალელის გავლებით, დარტყმა მიაყენოს ფეხბურთის ფედერაციას, რაც დაუშვებელია!“.

დატოვე კომენტარი