ფეხბურთის ფედერაცია და ფეხბურთის განვითარების ფონდი ასაკობრივ ჩემპიონებს უცხოურ ტურნირებზე გაუშვებს
თბილისის „დინამოს“ 15-წლამდელთა გუნდი ერონული ჩემპიონატის ოქროს ლიგის გამარჯვებული გახდა. ჩემპიონებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში უმასპინძლეს.
დინამოელებს კუთვნილი მედლები და თასი ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა და ეროვნული ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა დავით სირაძემ გადასცეს.
შეხვედრას ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის დირექტორი, ზაზა დოლიძე ესწრებოდა. სფფ-ს პრეს-სამსახურის ცნობით, მან ფედერაციისა და ფონდის ერთობლივი ინიციატივა გააჟღერა – ასაკობრივი ლიგის გამარჯვებულები და ვერცხლის მედალოსნები, ზამთრის პაუზისას, საერთაშორისო ტურნირებზე ითამაშებენ, სრულ დაფინანსებას კი ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდი და ფედერაცია უზრუნველყოფენ.