ფეხბურთის ფედერაცია ბელარუსთან მატჩისთვის ჩვეულებრივ ემზადება, უეფა-ს გადაწყვეტილება ჯერ უცნობია
26 მარტს, საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის „დ“ დივიზიონის ნახევარფინალში ბელარუსს „დინამო-არენაზე“ უმასპინძლებს.
ამ ისტორიული მატჩზე დასაწრები ყველა ბილეთი ერთ კვირაში გაიყიდა, რაც უპრეცედენტო ფაქტია – საქართველოს ნაკრებს დამოუკიდებლობის 30-წლიან ისტორიაში ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის ასეთი კარგი შანსი არ ჰქონია.
ჯერ კიდევ უცნობია, კორონავირუსთან დაკავშირებული ვითარება რა გავლენას მოახდენს და მისცემს თუ არა უეფა ქართულ მხარეს უფლებას, 26 მარტის მატჩს მაყურებელი რომ დაესწროს.
საქართველოს პირველი არხი ვითარებით დაინტერესდა – თუმცა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში ამის შესახებ კომენტარს არ აკეთებენ. უეფა-ს ჯერ მსგავი განცხადება არ გაუკეთებია, რადგან საქართველოში ჯერ ამ კუთხით კატასტროფული მდგომარეობა არაა. თუმცა, უცნობია, მატჩამდე დარჩენილ 16 დღეში ვითარება როგორ შეიცვლება.
რაც მთავარია – დღევანდელი ინფორმაციით, ფეხბურთის ფედერაცია თამაშისთვის ჩვეულებრივ ემზადება და საბედნიეროდ, ჯერ-ჯერობით, თამაშის გადადება ან მაუყურებლის დასწრების აკრძალვა არ განიხილება.