ფეხბურთი | უკრაინის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი - რებროვის წასვლის შემთხვევაში გუნდი უკრაინელმა სპეციალისტმა უნდა გაწვრთნას #1TVSPORT
უკრაინის ეროვნული ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა, იოჟეფ საბომ „24-ე არხთან“ უკრაინის ეროვნული ნაკრები გააკრიტიკა, რომელიც 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის პლეიოფში შვედეთთან 1:3 დამარცხდა.
„შვედეთთან წაგებით ძალიან იმედგაცრუებული და განაწყენებული ვარ. არ მეგონა, თუ ასე ცუდად ვითამაშებდით. ფეხბურთელები დაბნეულად გამოიყურებოდნენ, გუნდურობა არ იგრძნობოდა. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ერთად არასდროს უთამაშიათ.
გადამწყვეტი მომენტი შვედეთის მიერ მატჩის დასაწყისში გატანილი გოლი იყო, რის შემდეგაც უკრაინა თამაშში ვეღარ დაბრუნდა. მეტოქე ტაქტიკურადაც უკეთესად გამოიყურებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი უკრაინელი ძლიერ ევროპულ კლუბში გამოდის, ამან გუნდის თამაშზე გავლენა ვერ მოახდინა. ილია ზაბარნი ძალიან კარგი მცველია, მაგრამ ბოლო დროს სათანადოდ ვერ თამაშობს.
უკრაინელთაგან მხოლოდ ერთი მოთამაშე მომეწონა – ვიტალი მიკოლენკო. ყველას მის მსგავსად რომ ეთამაშა, არ წავაგებდით. ჩვენი გუნდის თამაშის დონეზე გავლენას არა მხოლოდ მწვრთნელი, არამედ ფეხბურთელების საერთო ხარისხი და ქვეყანაში არსებული რთული ვითარება ახდენს.
მთავარი მწვრთნელის პოსტზე სერგეი რებროვის მომავალს ჩვენ ვერ გადავწყვეტთ. ფეხბურთის ფედერაცია იმუშავებს ამ საკითხზე. მე კი ერთი რამე შემიძლია ვთქვა – რებროვის შეცვლის შემთხვევაში უკრაინის ნაკრებს უკრაინელი სპეციალისტი უნდა წვრთნიდეს“.
უკრაინის ნაკრები ერთა ლიგის 2026-2027 წლების გათამაშებაში საქართველოს ნაკრების მეტოქეა.