ფეხბურთი | უეფა-ს გადაწყვეტილებით, თბილისში საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებების მატჩს სტუმართა ქომაგების ნაწილი დაესწრება #1TVSPORT
25 სექტემბერს საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებებს შორის ერთა ლიგის მატჩს „დინამო არენაზე“, რომელიც, უეფა-ს გადაწყვეტილებით, უმაყურებლოდ უნდა გაიმართოს, ჩრდილოირლანდიელი ფანების ნაწილი მაინც დაესწრება – განახლებული ინფორმაცია ჩრდილოეთ ირლანდიის საფეხბურთო ასოციაციამ თავის ოფიციალურ ვებგვერდზე გაავრცელა:
„უეფა-სთან კონსტრუქციული დიალოგის შემდეგ გადაწყდა, რომ ის გულშემატკივრები, რომელთაც იქამდე ჰქონდათ შეძენილი თამაშზე დასასწრები ბილეთები და დაჯავშნილი სასტუმრო, სანამ ოფიციალურად გამოცხადდებოდა, რომ საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებების მატჩი უმაყურებლოდ ჩატარდებოდა, თბილისურ თამაშზე დასწრებას შეძლებენ.
ბილეთები გაიცემა მხოლოდ იმ ქომაგებზე, რომლებიც დაადასტურებენ, რომ იქამდე მოაგვარეს ყველა ნიუანსი, სანამ გადაწყვეტილება გახდებოდა ცნობილი. უეფა-ს წესდების მიხედვით, საფეხბურთო ასოციაცია გასცემს პირველი კატეგორიის იმ რაოდენობის ბილეთებს, რაც კვოტით არის გათვალისწინებული“, – წერია განცხადებაში.