ფეხბურთი | „რეალი“ ზამთარში ახალ ფეხბურთელებს არ შეიძენს #1TVSPORT
ფეხბურთი | „რეალი“ ზამთარში ახალ ფეხბურთელებს არ შეიძენს #1TVSPORT

გამოცემა The Athletic-ის ინფორმაციით, მადრიდის „რეალს“ არ შეუცვლია პოზიცია ზამთრის ტრანსფერებთან დაკავშირებით. კლუბის ხელმძღვანელობას მიაჩნია, რომ ამჟამინდელი შემადგენლობა საკმარისად ძლიერია იმისთვის, რომ იბრძოლოს მოგებისთვის ლა ლიგაში, ესპანეთის თასზე და ჩემპიონთა ლიგაზე.

აღნიშნავენ, რომ „რეალი“ შიშობს იანვარში ტრანსფერების განხორციელებას, რადგან ამ დროს ბაზარზე ცოტაა კარგი ვარიანტი ან თუ არის, ფასია ძალიან მაღალი.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის სუპერთასის წაგების შემდეგ „რეალის“ მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა ჩაბი ალონსომ. მის ნაცვლად გუნდს ალვარო არბელოა უხელმძღვანელებს.