ფეხბურთი | ოთარ კიტეიშვილმა „შტურმის“ მაისურით 52-ე გოლი გაიტანა [ვიდეო] #1TVSPORT
ავსტრიის ჩემპიონატში ოთარ კიტეიშვილის „შტურმმა“ უშუალო კონკურენტ „ლასკს“ უმასპინძლა და მიუხედავად იმისა, რომ მეშვიდე წუთზე ქართველი ნახევარმცველის გოლით დაწინაურდა, „შტურმი“ მაინც დამარცხდა – 1:3.
ლასკელებმა 27-ე წუთისთვის მოახერხეს წინ გასვლა, მეორე ტაიმში ერთი გოლიც მიამატეს და 3:1 მოიგეს.
ოთარ კიტეიშვილისთვის ეს იყო მიმდინარე ბუნდესლიგაში მეშვიდე გოლი. სულ კი „შტურმის“ მაისურით 2018 წლიდან დღემდე 52 გოლი აქვს გატანილი.