ფეხბურთი მილიარდებს კარგავს - შესაძლო ზარალი ოთხი მილიარდიდან იწყება
ფეხბურთი მილიარდებს კარგავს - შესაძლო ზარალი ოთხი მილიარდიდან იწყება

აუდიტორულმა კომპანიამ KPMG (მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული საერთაშორისო კომპანია, რომელიც საკონსულტაციო და აუდიტორულ მომსახურებას უზრუნველყოფს) საფეხბურთო სამყაროს დანაკარგები დაიანგარიშა და კატასტროფული სურათი მიიღო.

ავტორიტეტული კომპანია Deloitte–ის უახლესი ანგარიშის თანახმად, ევროპაში 10 ყველაზე დიდი შემოსავალი 10 კლუბმა მიიღო – წელიწადში დაახლოებით ექვსი მილიარდი ევრო.

ესპანეთის ლა ლიგა უზრუნველყოფს ესპანეთის მთლიანი შიდა პროდუქტის თითქმის 1,5 პროცენტს და 185 ათასი სამუშაო ადგილს, ხოლო ინგლისის 20 კლუბი დიდი ბრიტანეთის სამეფოს ბიუჯეტში ყოველწლიურად 3 მილიარდ ფუნტზე მეტს იხდის. ფეხბურთი წარმოუდგენლად ძვირი წარმოდგენაა, თუმცა, როდესაც განახლდება, ის გაცილებით იაფი იქნება.

რა თანხას კარგავს ფეხბურთი? აუდიტორულმა კომპანიამ KPMG (მსოფლიოს 4 უმსხვილეს კომპანიაშია Deloitte-თან ერთად) ჩაატარა კვლევა და ციფრები დაასახელა. თუ ჩემპიონატები არ დასრულდა, ევროპის ხუთი წამყვანი ლიგა ჯამში ოთხ მილიარდ ევროზე მეტს დაკარგავს. მატჩის დღეს და სატელევიზიო უფლებების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლები, უკვე დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ დაკარგულია და ამ თანხის დაბრუნებას ვერავინ შეძლებს. დანაკარგის მაქსიმუმი ჯერ კიდევ უცნობია, რადგან კლუბების სპონსორობის ხელშეკრულებები ინდივიდუალურია და უცნობია, კონკრეტულ შემთხვევებში რა გადაწყვეტილებებს მიიღებენ. რაც მთავარია, ჩემპიონატი რომც გაგრძელდეს, დანაკარგები მაინც დიდი იქნება.

ამას ემატება ჩამოშლილი სატრანსფერო ბაზარი: კლუბები, რომლებიც მოთამაშეების გაყიდვებით ცხოვრობენ, მიიღებენ ნაკლებ ფულს, ეს კი ოფიციალური სტატისტიკით გათვალისწინებული არ იქნება. მაგრამ ესეც ნაწილობრივ დავთვლილია. ფიფას მონაცემებით, 2019 წელს ყველა ტრანსფერების ჯამურმა ღირებულებამ 7 მილიარდი ევრო შეადგინა. მთავარი საკითხია, ფასები სადამდე დაეცემა. თუ 10% -ით, გამყიდველი კლუბები მიიღებენ 700 მილიონით ნაკლებს, ხოლო თუ 20% -ით (როგორც გთავაზობს Transfermarkt), მაშინ – მილიარდზე მეტს.