ფეხბურთი | ლაშა ოდილაძე - უნგრეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩებს დიდი ინტერესით ველოდები #1TVSPORT
უნგრეთში მოღვაწე ქართველმა საფეხბურთო მენეჯერმა, ლაშა ოდილაძემ უნგრულ გამოცემა Nemzetisport-თან ერთა ლიგის წილისყრაზე ისაუბრა, სადაც საქართველოს ნაკრები ჯგუფში უნგრეთთან ერთად მოხვდა.
„ერთ მხარეს დომინიკ სობოსლაი იქნება, მეორე მხარეს – ხვიჩა კვარაცხელია, ამ შეხვედრებში აუცილებლად ლამაზ ფეხბურთს ვიხილავთ.
ორივე გუნდს შესანიშნავი მოთამაშეები ჰყავს, რომლებიც უმაღლეს დონეზე თამაშობენ. რაც შეეხება საქართველოს ნაკრებსა და ქართველ ფეხბურთელებს, დაცვაში ასაკოვანი მოთამაშეები არიან და ამჟამად თაობათა ცვლა მიმდინარეობს, მაგრამ გუნდში კარგი ახალგაზრდა ფეხბურთელები მოდიან.
ზოგადად, გუნდს რაც შეეხება, კვარაცხელიას გარდა, რომელიც პსჟ-ის ძირითადი მოთამაშე გახდა, არის გიორგი მიქაუტაძე, რომელსაც „ვილიარეალში“ ბევრი გოლი გააქვს. უნგრელებსაც ჰყავთ ბრწყინვალე მოთამაშეები, როგორიცაა, მაგალითად, ალექს ტოტი, რომელიც ამჟამად ინგლისის პრემიერლიგაში თამაშობს.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, უნგრეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩს დიდი ინტერესით ველოდები და მიმაჩნია, რომ ორივე გუნდისთვის რთული თამაშები იქნება“.
საქართველოსა და უნგრეთის მატჩები 2 ოქტომბერს – ბუდაპეშტში, 14 ნოემბერს კი თბილისში გაიმართება.