ფეხბურთი | კრიშტიანო რონალდოს „მანჩესტერ იუნაიტედში“ დაბრუნებაზე მოლაპარაკებები აქვს #1TVSPORT
ფეხბურთი | კრიშტიანო რონალდოს „მანჩესტერ იუნაიტედში“ დაბრუნებაზე მოლაპარაკებები აქვს #1TVSPORT

საუდის არაბეთის „ალ-ნასრის“ ფორვარდი კრიშტიანო რონალდო მოლაპარაკებებს აწარმოებს „მანჩესტერ იუნაიტედში“ სავარაუდო დაბრუნების შესახებ, წერს ინტერნეტ-გამოცემა Topskills Sports UK.

კონტაქტები ინგლისურ კლუბსა და ფეხბურთელის გარემოცვას შორის გრძელდება. წყაროს ცნობით, პორტუგალიელი, რომელსაც ერთ დღეში 41 წელს უსრულდება, მზად არის ხელფასის მნიშვნელოვნად შემცირებაზე. აღნიშნავენ, რომ რონალდოს გამოსასყიდი თანხა 50 მილიონი ევროა.

უფრო ადრე დაიწერა, რომ რონალდო უკმაყოფილოა „ალ- ნასრში“ შექმნილი სიტუაციით და გუნდის ბოლო ორ მატჩს ბოიკოტი გამოუცხადა. ამ სეზონში კრიშტიანომ 22 მატჩი ჩაატარა და 18 გოლი გაიტანა.