ფეხბურთი | კიტეიშვილმა საგოლე გადაცემა შეასრულა და „შტურმს“ ქულის მოპოვებაში დაეხმარა #1TVSPORT
ფეხბურთი | კიტეიშვილმა საგოლე გადაცემა შეასრულა და „შტურმს“ ქულის მოპოვებაში დაეხმარა #1TVSPORT

ოთარ კიტეიშვილისა და გიზი მამაგეიშვილის გრაცის „შტურმი“ ავსტრიის ბუნდესლიგაში გასვლაზე „ზალცბურგს“ დაუპირისპირდა და, ქართველი ფეხბურთელის დახმარებით, მატჩის ბოლოს ქულის მოპოვება მოახერხა – 1:1.

საჩემპიონო ჯგუფის 30-ე ტურის შეხვედრაში ოთარ კიტეიშვილი სათადარიგოთა შორის იყო და მოედანზე 73-ე წუთზე გიზი მამაგეიშვილი ნაცვლად შევიდა, რომელსაც გრაცელთა ძირითად შემადგენლობაში ადგილს სულ უფრო და უფრო ხშირად ანდობენ.

„ზალცბურგი“ 22-ე წუთზე ბელგიელმა თავდამსხმელმა, იორბე ვერტესენმა დააწინაურა. 90+3-ე წუთზე, კიტეიშვილის გადაცემის შემდეგ,​ფრანგმა ფორვარდმა აქსელ კაიომბომ ანგარიში გაათანაბრა.

საჩემპიონო რბოლის ფინიშზე „შტურმს“ 31 ქულა აქვს, ლასკ-ს – 30 (მაგრამ ერთი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული), ხოლო „ზალცბურგი“ 29 ქულით მესამე ადგილზეა.

ოთარ კიტეიშვილი 14 გოლითა და 4 საგოლე გადაცემით კვლავ ბომბარდირთა სიის სათავეშია.