ფეხბურთი | „ბაიერნი“ სერჟ გნაბრისა და დაიო უპამეკანოს კონტრაქტის გაგრძელებაზე შეუთანხმდა #1TVSPORT
მიუნხენის „ბაიერნმა“ კონტრაქტის გაგრძელებაზე შეთანხმებას მიაღწია ფორვარდ სერჟ გნაბრისთან.
ფეხბურთელი მიმდინარე სეზონში წარმატებით თამაშობს და კლუბი დაინტერესებულია მისი შენარჩუნებით. მხარეებმა უკვე თითქმის ყველა დეტალზე მოილაპარაკეს. ახალი კონტრაქტი ძალაში იქნება 2028 წლის ზაფხულამდე. ამის შესახებ სოციალურ ქსელში იტალიელმა ჟურნალისტმა, ფაბრიციო რომანომ დაწერა.
გარდა ამისა, „ბაიერნმა“ ასევე მიაღწია შეთანხმებას ცენტრალური მცველის, დაიოტ უპამეკანოს შენარჩუნებაზე. ფრანგთან 2030 ან 2031 წლის ზაფხულამდე გაფორმდება ხელშეკრულება. ოფიციალურად ამის შესახებ უახლოეს დღეებში გამოცხადდება.